ნულიონი: ნულიდან - მილიონიან ბიზნესამდე

["იხილე სილაბუსი"] სრულიად ავტომატიზებულ ონლაინ კურსში თავმოყრილია ის პრაქტიკული რჩევები, რაც საჭიროა: ბიზნეს იდეის შექმნა/აღმოჩენისთვის, მისი განვითა...
discount
80₾ 350₾
77%
ნულიონი: ნულიდან - მილიონიან ბიზნესამდე
ნულიონი: ნულიდან - მილიონიან ბიზნესამდე

["იხილე სილაბუსი"] სრულიად ავტომატიზებულ ონლაინ კურსში თავმოყრილია ის პრაქტიკული რჩევები, რაც საჭიროა: ბიზნეს იდეის შექმნა/აღმოჩენისთვის, მისი განვითარებისთვის, სწორი გუნდის შერჩევისთვის, ბიზნეს მოდელის შექმნისთვის, ინვესტიციების მოზიდვისთვის, წილების განაწილებისთვის და საბოლოო პროდუქტის მიღებისთვის.

მოცემული კურსის შექმნაზე ჩვენმა გუნდმა კომპლექსურად იმუშავა, რათა ჩვენმა მომხმარებლებმა, ყველაზე სწრაფად და ეფექტურად შეძლონ საკუთარი ბიზნეს იდეის განხორციელება. კურსის წარმდგენია, ჰარვარდის ბიზნეს სკოლის - "სამეწარმეო საქმიანობის საფუძვლების" კურსდამთავრებული თორნიკე კუჭავა.

კურსის ფარგლებში თქვენ ასევე შეხვდებით ქართველ ძალიან წარმატებულ მეწარმეებს: ოიში სუშის და Snacky.ge- ის დამფუძნებელი - იესე პატიაშვილი; ლუმიერს ჩიმნი ქეიქის დამფუძნებელი - ემილ კურბანოვი; ვაიფიშერის, ივენთერის დამფუძნებელი და "ანგელოზ ინვესტორთა" პირველი ქართული ქსელის (Axelnetwork) -ის წევრი - ნოდო ივანიძე. კურსის ფინანსური ნაწილის წარმდგენი იქნება ფინანსისტი და ილიაუნის მოწვეული ლექტორი - თიკო ლობჯანიძე.

ისინი, კურსის მონაწილეებს გაუზიარებენ უნიკალურ გამოცდილებას და მისცემენ პრაქტიკულ რჩევებს. კურსის შეძენის შემთხვევაში თქვენ ასევე გექნებათ წვდომა სამეწარმეო საქმიანობასთან დაკავშირებულ ძალიან საინტერესო პოდკასტებზე (სრული ინტერვიუები ქართველ წარმატებულ მეწარმეებთან).



ნულიონი: ნულიდან - მილიონიან ბიზნესამდე

რაც ძალიან მნიშვნელოვანია და განასხვავებს მოცემულ კურსს სხვა საგანმანათლებლო პლატფორმებისგან არის თავისი სრულიად ციფრული და ინტერაქტიული ბუნება - არ გჭირდება ზუმის, თიმსის ან თუნდაც პირადად ლექციებზე დასწრება, შეგიძლია დღე-ღამის ნებისმიერ მონაკვეთში მიიღო ცოდნა. კურსის განმავლობაში შენ შეძლებ საკუთარი ბიზნეს იდეა აღმოაჩინო, განავითარო და მიღებული გამოცდილება მოარგო მცირე თუ მსხვილი ბიზნესის შექმნას.
კურსი შედგება 4 მოდულისგან: იდეები და შესაძლებლობები, სამეწარმეო საქმიანობის დაწყება, საქმიანობის დაფინანსება, ინვესტიციების მოძიება.
თითოეულ მოდულში უფრო კომპლექსურად იქნება ჩაშლილი ყველა ის საკითხი რაც სამეწარმეო საქმიანობის წარმატებით დაწყებას და სარგებლის მიღებას ეხება.
კურსი შედგება დამუშავებული ტექსტური მასალისგან, ქართველი წარმატებული მეწარმეების ექსკლუზიური ვიდეო კლიპების და სხვადასხვა ვიზუალური ელემენტებისგან. რაც შეეხება დავალებებს, მომხარებელს მოუწევს ეტაპობრივად გასცეს პასუხი წერილობით ღია კითხვებს კურსის ფარგლებში მიღებული ინფორმაციიდან (ჩვენი გამსწორებლები შეფასებისას ყურადღებას აქცევენ მსჯელობას). ასევე, მონაწილეები კურსის ფარგლებში მოახდენენ მათთვის სასურველი ბიზნეს იდეის იდენტიფიცირებას და მიღებული ცოდნით შეძლებენ იდეის განვითარებას.
ამ პირობების დაკმაყობილების შემთხვევაში, აპლიკანტები მიიღებენ კურსის წარმატებით დასრულების დამადასტურებელ სერტიფიკატს.