🙌 მოდი, თავიდანვე გეტყვით, რომ ჩვენ ვართ სტარტაპი და ალბათ მოგეხსენება, რომ თავიდან ეს გზა “ია-ვარდებით მოფენილი” არ არის. ამიტომ, ანაზღაურება იქნება გამომუშავებით. ასევე დავამატებთ იმასაც, რომ კომპანიის წილის მფლობელიც შეგიძლია გახდე. როგორც მიხვდი, ჩვენ ვეძებთ ადამიანს, რომელსაც სურს გაიზიაროს ჩვენი მიზნები, შემოიტანოს თავისი უნიკალური პერსპექტივა გუნდში, წვლილი შეიტანოს სტარტაპის განვითარებაში და ამასთან განავითაროს საკუთარი თავიც.
💻 ამ ეტაპზე, ‘ჰაერივით’ გვჭირდება ადამიანი, რომელსაც აქვს სოციალური მედიის მართვის გამოცდილება, და კარგი კომუნიკაციის უნარი. რასაკვირველია, ეს არ იქნება სრული განაკვეთით მუშაობა, გექნება სრულიად თავისუფალი გრაფიკი.
და თუ რას ვაკეთებთ, ეს შეგიძლია წაიკითხო აქ👇:
🚀 1 წლიანი ნაყოფიერი მუშაობის შემდეგ, ქართული ბაზრისთვის უნიკალური სტარტაპი - “StartUpStream Academy” მზად ვართ ახალი ეტაპისთვის. გვინდა ჩვენი გუნდი უფრო კვალიფიციური, მრავალფეროვანი და საინტერესო გავხადოთ. რაც მთავარია საერთო ძალისხმევით უფრო სწრაფად მოვახდინოთ ბიზნესის განვითარება.
💡 “StartUpStream Academy” - მომხმარებელს ამ მომენტისთვის სთავაზობს სამეწარმეო საქმიანობის ონლაინ კურსს: “ნულიონი: ნულიდან - მილიონიან ბიზნესამდე”. სრულიად ავტომატიზებულ ონლაინ კურსში თავმოყრილია ის პრაქტიკული რჩევები, რაც საჭიროა: ბიზნეს იდეის შექმნა/აღმოჩენისთვის, მისი განვითარებისთვის, სწორი გუნდის შერჩევისთვის, ბიზნეს მოდელის შექმნისთვის, ინვესტიციების მოზიდვისთვის, წილების განაწილებისთვის და საბოლოო პროდუქტის მიღებისთვის.
🎯 რაც განასხვავებს მოცემულ კურსს სხვა საგანმანათლებლო პლატფორმებისგან არის თავისი სრულიად ციფრული და ინტერაქტიული ბუნება - არ არის საჭირო ზუმის, თიმსის ან თუნდაც პირადად ლექციებზე დასწრება, მომხმარებელს შეუძლია დღე-ღამის ნებისმიერ მონაკვეთში მიიღოს ცოდნა და შეასრულოს დავალებები. კურსის განმავლობაში აპლიკანტს შეუძლია საკუთარი ბიზნეს იდეა აღმოაჩინოს, განავითაროს და მიღებული გამოცდილება მოარგოს მცირე თუ მსხვილი ბიზნესის შექმნას.
კურსი შედგება 4 მოდულისგან: იდეები და შესაძლებლობები, სამეწარმეო საქმიანობის დაწყება, საქმიანობის დაფინანსება, ინვესტიციების მოძიება.
🤝 ჩვენ უკვე მოვახერხეთ რომ 200 აპლიკანტისთის გვეჩვენებინა ჩვენი პლატფორმის უპირატესობა და გულწრფელად გვახარებს ის პოზიტიური უკუკავშირი, რომელსაც ჩვენი მომხმარებლებისგან ვიღებთ.
🧿 ჩვენი მიზანია, პირველ რიგში რაც შეიძლება მეტმა ჩვენმა თანამოქალაქემ მიიღოს წვდომა მაღალი ხარისხის პრაქტიკულ კურსებზე, ხელმისაწვდომ ფასად და რაც მთავარია ქართულ ენაზე. ასევე, გვსურს ამ მოდელის საქართველოს ფარგლებს გარეთ გატანა და დატესტვა რამდენიმე მეგობარ ქვეყანაში.
✍️ თუ დაინტერესდი ჩვენი საქმიანობით და გსურს გახდე ჩვენი გუნდის წევრი, გამოგვიგზავნე შენი რეზიუმე (ასევე სასურველია პორტფოლიოც) ჩვენს ელ-ფოსტაზე: support@lp.ge და აუცილებლად დაგიკავშირდებით.