სასწავლო პლატფორმა "ისწავლე პრაქტიკულად" აცხადებს კონკურსს სარეკლამო ვიდეო რგოლის (კლიპის) გადასაღებად.
ისწავლე პრაქტიკულად არის საქართველოში პირველი სრულიად ავტომატიზებული, ციფრული პრაქტიკული სასწავლო პლატფორმა. ჩვენი მიზანია, მოქალაქებიისთვის შევქმნათ სივრცე, სადაც შეეძლებათ მიიღონ პრაქტიკული ცოდნა სხვადასხვა საქმიანობის შესახებ, მხოლოდ ქართულად! მონაწილეებს შეეძლებათ, დღე-ღამის ნებისმიერ მომენტში, დარეგისტრირდნენ სასურველ კურსზე და შეუდგნენ სწავლას.ჩვენი პლატფორმის უნიკალურობა იმაში მდგომარეობს, რომ ჩვენ მომხმარებლებს ექნებათ შესაძლებლობა დამოუკიდებლად, ყოველგვარი ზუმის, თიმსის ან პირადი ლექციების გარეშე, ავტომატიზაციის მეთოდით წინასწარ დაკომპლექტებული სხვადასხვა ტიპის მასალით მიიღონ ცოდნა მათი ინტერესის სფეროდან გამომდინარე.
ვიდეოს თემატიკა: პლატფორმის პირველი პრაქტიკული კურსი ეხება: თანამედროვე სამეწარმეო საქმიანობას და წარმოდგენელი ვიდეო რგოლი (კლიპი) უნდა ასახავდეს კავშირს პლატფორმასა და სამეწარმეო საქმიანობის პრაქტიკულ კურსს შორის. (გასათვალისწინებელი თემები: #მეწარმეობა #სამეწარმეო ონლაინ კურსი #ციფრული ონლაინ სასწავლო პლატფორმა #სამეწარმეო იდეის აღმოჩენიდან - პირველ კლიენტამდე #კურსის გავლა შესაძლებელია მობილურით/კომპიუტერით #წარმატების ფორმულა #ისწავლე შენით, ისწავლე შენთვის, ისწავლე პრაქტიკულად.) დამატებითი ინსპირაციისთვის შეგიძლიათ იხილოთ ჩვენი Facebook გვერდი და საიტი www.lp.ge
ჩვენ არ ვაწესებთ კრეატიულობის ზღვარს!
ვიდეოს შემქნელები არ არიან შეზღუდულები ვიდეო რგოლის ხანგრძლივობაში (შესაძლებელია იყოს რამდენიმე წამიანი კლიპი ან/და ასევე რამდენიმე წუთიანი ვიდეო)
აუცილებლად გასათვალისწინებელი გარემოებებია:
- ვიდეო გათვლილი უნდა იყოს ქართველ მაყურებელზე
- ვიდეოში გამოყენებული ენა უნდა იყოს ქართული (თუ გამოიყენებთ)
საკონკურსო ვიდეო რგოლების გამოგზავნა შესაძლებელია 5 ივლისამდე, ვიდეო რგოლების ბმული გამოგვიგზავნეთ : learningpractical.lp@gmail.com, ხოლო გამარჯვებული ვიდეოები გამოვლინდება 10 ივლისს.
გამარჯვებული ვიდეო რგოლები განთავსდება ჩვენს საიტზე [www.lp.ge] და Facebook/instagram გვერდებზე.
გამოვლიდნება 3 საუკეთესო ვიდეო რგოლის შემქნელი:
- I ადგილი: 1500 ლარი ფულადი ჯილდო და თანამედროვე სამეწარმეო საქმიანობის პრაქტიკული კურსის უფასოდ გავლის შესაძლებლობა [კურსის სრული ღირებულება შეადგენს 1499 ლარს]
- II ადგილი: 1000 ლარი ფულადი ჯილდო და თანამედროვე სამეწარმეო საქმიანობის პრაქტიკული კურსის უფასოდ გავლის შესაძლებლობა [კურსის სრული ღირებულება შეადგენს 1499 ლარს]
- III ადგილი: 500 ლარი ფულადი ჯილდო და თანამედროვე სამეწარმეო საქმიანობის პრაქტიკული კურსის უფასოდ გავლის შესაძლებლობა [კურსის სრული ღირებულება შეადგენს 1499 ლარს]
ვიდეო რგოლების შეფასება მოხდება ძალიან მარტივი კრიტერიუმის მიხედვით: კრეატიულობა! კრეატიულობა! და კიდევ კრეატიულობა! ასევე გამოვლინდება მაყურებლის რჩეული ვიდეო რგოლიც.
ჩვენ მიგვაჩნია, რომ საქართველოში ძალიან ბევრი ნიჭიერი ვიდეოგრაფი გვყავს, როგორც გამოცდილი - ასევე დამწყები, ამ შესაძლებლობით კი გვინდა შანსი მივცეთ მათ გამოსცადონ საკუთარი თავი და გახდნენ ჩვენი გუნდის წევრები.
დამატებითი ინფორმაციისთვის შეგიძლიათ მოგვწეროთ მითითებულ ელ-ფოსტაზე learningpractical.lp@gmail.com ან დაგვირეკოთ: 599 50 37 69.
ისწავლე შენით! ისწავლე შენთვის! ისწავლე პრაქტიკულად!