პრაქტიკული სწავლების უპირატესობა
15.04.22
პრაქტიკული სწავლების უპირატესობა

Ჩვენ, ადამიანები ინდივიდები ვართ, ასევე ინდივიდუალურია სწავლების სტილი: ვიზუალური, ხმოვანი, ვერბალური, ფიზიკური ან ლოგიკური, მაგრამ არსებობს სწავლების ერთი კონკრეტული სტილი, რომელიც სარგებლის მომტანია მოსწავლეების უმრავლესობისთვის - პრაქტიკული სწავლება. 

Სწავლის დროს მნიშვნელოვანია საგნის პრაქტიკული გაგება, თუ როგორ უნდა მოარგო თეორიული მასალა რეალურ ცხოვრებას.პრაქტიკული სწავლება საშუალებას გაძლევთ ისწავლოთ ყოველდღიური გამოწვევებისთვის საჭირო სწრაფი ადაპტაცია და გეხმარებათ უკეთ გაიგოთ თქვენი სასწავლო კურსის თემა. ქვემოთ მოცემულია პრაქტიკული სწავლის 4 სარგებელი სწავლების კონტექსტში.


გაუმჯობესებული უნარები


პრაქტიკულ სწავლებას, როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, აქვს უნიკალური შესაძლებლობა, დაეხმაროს სტუდენტებს გამოიყენონ თავიანთი უნარები არასაკლასო გარემოში. მიუხედავად იმისა, რომ მნიშვნელოვანია თემის ან საგნის თეორიის სწავლა, თეორიული ნაწილის პრაქტიკულ სიტუაციაში გამოყენება საშუალებას გაძლევთ განავითაროთ ისეთი უნარი, როგორიცაა პრობლემის სწრაფად და ეფექტურად გადაჭრა.


გაუმჯობესებული აზროვნება


არსებობს რაღაც საკითხები, რაც უნდა გამოსცადო, რომ უკეთ შეძლო მათი გააზრება. Მაგალითად, თუ გინდა დაიწყო ბიზნესი, უნდა გქონდეს იდეა, რომელიც უმეტეს შემთხვევაში, პირადი გამოცდილებიდან მოდის.


Ძლიერი გავლენის მოხდენა


ინტერაქტიული განათლება, პრაქტიკული სწავლის სახით, აძლიერებს ანალიზის უნარს და აზროვნებას. Მაშინ როცა, თეორიული განათლება იყენებს სახელმძღვანელოებსა და კვლევით ნაშრომებს, პრაქტიკული სწავლება საშუალებას გაძლევთ თეორიულ ნაწილზე დაყდრნობით პირველ წყაროდ მიიღოთ პრაქტიკული გამოცდილება. ეს მეთოდი სწავლა-განათლების ფუნდამენტური ნაწილია და კარგად მუშაობს სტუდენტის სწავლის დონისა და აზროვნების გასაუმჯობესებლად. 


ცოდნის უკეთ შენარჩუნება


სწავლისადმი პრაქტიკული მიდგომის გამოყენება ხშირად იწვევს უფრო ღრმა ცოდნის მიღებას, ასევე ავითარებს ინფორმაციის სწრაფად და ხანგრძლივად შენარჩუნების უნარს. მიზეზი ის არის, რომ თეორიული, ტექსტური სტილით სწავლისას, ჩვენი ტვინი ცდილობს სიტყვების დამახსოვრებას, მაშინ როცა, პრაქტიკულ გარემოში სწავლისას, ჩვენ ვიხსენებთ მოქმედებებს და კონკრეტულ ნაბიჯებს, რომელთა შენარჩუნებაც ჩვენი ტვინისთვის უფრო ადვილია.


Სწორედ ამ საკითხების გათვალისწინებით შეიქმნა, ჩვენი პლატფორმა  - “ისწავლე პრაქტიკულად”, და თქვენ მიერ არჩეული ნებისმიერი ონლაინ კურსი მოგცემთ პრაქტიკულ ცოდნას, რომელიც შეგიძლიათ სასურველ პროფესიას თუ საქმიანობას მოარგოთ. 


თორნიკე კუჭავა


# ისწავლე ონლაინ # ონლაინ კურსები # ბიზნესის დაწყება # სტარტაპი # სტარტაპის შექმნა # ბიზნესის კურსი # ონლაინ კურსი # სამეწარმეო კურსი # ისწავლე ბიზნესი # ქართული სტარტაპები


გააზიარე